გორში გრძელდება საქართველოს დიდების ჩემპიონატი კრივში, სადაც ახალქალაქიდან სამი სპორტსმენი საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ჩემპიონატის მეორე დღის, 24 დეკემბერს, შედეგების მიხედვით, გომციან არტიუშმა (60 კგ) და არშაკ ელიზბარიანმა (75 კგ) ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, რომელიც დღეს, 25 დეკემბერს გაიმართება.
სამველ ღაზარიანმა (80 კგ) გუშინ ნახევარფინალური ბრძოლა მოიგო და ფინალში ადგილი დაიმკვიდრა.
ფინალური ბრძოლა 26 დეკემბერს გაიმართება.
ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორის, მწვრთნელ ატომ ელიზბარიანის თქმით, თუ ბიჭებიც დღეს გაიმარჯვებენ, ხვალ სამი ფინალური ბრძოლა გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არტიუშმა და არშაკმა უკვე მინიმუმ მესამე ადგილი დაიკავეს.
„დიდი იმედია, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასული სპორტსმენები გვეყოლება. ბიჭები კარგად არიან მომზადებულები. ეს სპორტია და ყველაფერს დუელი გადაწყვეტს“.
ჰნაზიკ ავეტისიან