საქართველოში ოქროს ფასი კვლავ იზრდება, თუმცა უმნიშვნელოდ. ამჟამად, თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-ე კლასის 1 გრამი ოქროს ფასი 397 ლარია, 750-ე კლასის ოქროს – 298 ლარი, ხოლო 585-ე კლასის ოქროს – 232 ლარი.

ვერცხლის ფასიც იზრდება. კერძოდ, 800-ე კლასის 1 გრამი ვერცხლის ფასი 5.08 ლარია, ხოლო 999-ე კლასის ვერცხლის – 6.35 ლარი.

თბილისის დროით 12:30 საათის მონაცემებით, ოქროს ერთი უნცია 4,485 დოლარი ღირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.20%-ით მეტია. ვერცხლის ფასი 1.13%-ით გაიზარდა და ამჟამად უნციაზე 71.71 დოლარია.