შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოდან 39 უცხო ქვეყნის მოქალაქე დეპორტირეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მათი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან საქართველოდან სულ 1243 ადამიანი გააძევეს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან დეპორტირებულია ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, იორდანიის და უზბეკეთის მოქალაქეები, სულ 39 ადამიანი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპორტირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. „მისი მოვალეობები მოიცავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირებას და მათი ქვეყნიდან დეპორტაციას იმიგრაციის კონტროლისა და სხვა სპეციალური ზომების მეშვეობით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.