საქართველოს ფოსტამ საზღვარგარეთ ამანათების სახმელეთო გაგზავნის ტარიფები გაზარდა.
როგორც საქართველოს ფოსტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, ამანათების გაგზავნაზე საფასური 20-მდე ქვეყნის მიმართულებით შეიცვალა.
განახლებული ტარიფები დეკემბრიდან ამოქმედდა და ასე გამოიყურება:
ესპანეთის (ბარსელონა) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის საფასური 3.2 ევროდან 3.7 ევრომდე გაიზარდა.
საბერძნეთის (ათენის) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის საფასურმა 1.7 ევროდან 2.2 ევრომდე მოიმატა.
იტალიის (რომი) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის ტარიფი 3.5 ევრო გახდა (ძველი ტარიფი 2.6 ევრო იყო).
საფრანგეთის (პარიზი; ლიონი; სტრასბურგი; ამიენი; მონპელიე; კრიელი; რეიმსი; რენი; პუატიე; მარსელი; ნიცა; ბორდო; ტულუზა; დიჟონი; სენ-ბრიე; ნანტი; კლერმონ ფერანი; სენტ ეტიენი; ვალანსი) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის ტარიფმა 5-დან 5.5 ევრომდე მოიმატა
პოლონეთის (ვარშავა; კრაკოვი; კატოვიცე; ჩესტახოვა; ლოძი; პოზნანი; რადომი; ლუბლინი; გდანსკი; ვროცლავი; ბელოსტოკი) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის საფასური 15.1 ლარიდან 16.7 ლარამდე გაიზარდა.
გერმანიის (მანჰაიმი, დიუსელდორფი, კელნი, ბონი, მიუნჰენი, ნიურნბერგი, ფრაიბურგი, კარლსრუე, ფრანკფურტი, შტუტგარტი, ჰამბურგი, ბერლინი, მაინცი, ჰანოვერი, ბრემენი, დრეზდენი, ლაიფციგი, იენა, კასელი, მაგდებურგი, ესენი, დუისბურგი, მაინის ოფენბახი, ერფურტი) მიმართულებით 5 კილოგრამამდე ამანათის გაგზავნის ახალი ტარიფი 91.5 ლარია, აქამდე 83.2 ლარი იყო.
შვეიცარიის (ლოზანა; ჟენევა) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის ტარიფი 15.6 ლარიდან 18.3 ლარამდე გაიზარდა.
ინგლისის (ლონდონი) მიმართულებით 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნის საფასურმა 19-დან 20.6 ლარამდე მოიმატა.
ნიდერლანდების (ნიუნბერგი; ეინდჰოვენი; მაასტრიხტი; ჰააგა; როტერდამი; ბრედა; ტილბურგი; ამსტერდამი; უტრეხტი; ნეიმეგენი) მიმართულებით 5 კილოგრამამდე ამანათის გაგზავნის საფასური 78 ლარი იყო და 91.5 ლარი გახდა.
ირლანდიის (დუბლინი) მიმართულებით 5 კგ-მდე ამანათის გაგზავნის ტარიფი 88 ლარი გახდა, აქამდე 80 ლარი იყო.