ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, Paris Saint‑Germain-ს 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა და ევროპაში ასპარეზს დღესაც აგრძელებს. ქართველ გულშემატკივარს კი ეძლევა შესაძლებლობა არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქალაქში უგულშემატკივროს კვარას.

დეკემბერი განსაკუთრებით საინტერესო თვეა: გუნდს სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის ორი საფრანგეთში და ერთი ესპანეთში. გულშემატკივარს წინ ელით ემოციით სავსე მატჩები და სხვადასხვა ქალაქები.

თუ გეგმავ მოგზაურობას კვარას მხარდასაჭერად, დაგჭირდება არა მხოლოდ თამაშის ბილეთი, არამედ საიმედო ინტერნეტ კავშირი, რათა ემოციები პირდაპირ ტრიბუნიდან გაუზიარო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საქართველოში. სწორედ ამიტომ, mobineX გთავაზობს სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტ პაკეტებს, რომლებიც მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და მარტივს გახდის.

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, სად ტარდება კვარას დეკემბრის მატჩები და რომელი mobineX ინტერნეტ პაკეტი იქნება ყველაზე პრაქტიკული თითოეული მოგზაურობისთვის.

დეკემბრის მატჩები – სად თამაშობს კვარა

დეკემბერში PSG-ს სამი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება, რომლებიც 

პარიზში, ბილბაოსა და მეცში გაიმართება.

 

7 დეკემბერი – Paris Saint-Germain vs Stade Rennais

  • ქალაქი: პარიზი, საფრანგეთი
  • სტადიონი: Parc des Princes
  • ტურნირი: Ligue 1

 

11 დეკემბერი – Athletic Club vs Paris Saint-Germain

  • ქალაქი: ბილბაო, ესპანეთი
  • სტადიონი: Estadio de San Mamés
  • ტურნირი: UEFA Champions League

 

13 დეკემბერი – Metz vs Paris Saint-Germain

  • ქალაქი: მეცი, საფრანგეთი
  • სტადიონი: Stade Saint-Symphorien
  • ტურნირი: Ligue 1

mobineX თითოეული ქვეყნისთვის შესაბამის ინტერნეტ პაკეტს გთავაზობს. 

ინტერნეტი საფრანგეთში – პარიზისა და მეცის პაკეტები

კვარას დეკემბრის ორი მატჩი საფრანგეთში ტარდება, პარიზსა და მეცში, ამიტომ გულშემატკივართა უმეტესობას სწორედ საფრანგეთის ადგილობრივი პაკეტი დასჭირდება. mobineX გთავაზობს საფრანგეთის ინტერნეტ პაკეტებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

  • პაკეტები 3GB-დან 100GB-მდე, ასევე ულიმიტო დღიური ინტერნეტი.

 

  • მოქმედების ვადა: 7 – 60 დღე.

 

  • ხელმისაწვდომია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.

 

  • მცირე GB-იანი პაკეტი შესაფერისია რუკებისთვის, მესენჯერებისთვის და სოციალური ქსელებისთვის.

 

  • დიდი მოცულობის პაკეტები იდეალურია ვიდეოების ან ლაივების ატვირთვისთვის.

 

  • ულიმიტო დღიური ინტერნეტი ერთი ან ორი დღის ვიზიტისთვისაა იდეალური.

ბილბაო და ესპანეთი – რა პაკეტი გჭირდება UCL მატჩისთვის

კვარა დეკემბერში მხოლოდ ერთ „გარე“ შეხვედრას თამაშობს ესპანეთში, ბილბაოში, Athletic Club-ის წინააღმდეგ. ამიტომ გულშემატკივრებისთვის, ვინც სან მამესის სტადიონზე მიემგზავრება, ყველაზე პრაქტიკული არჩევანი mobineX-ის ესპანეთის ადგილობრივი პაკეტებია.

mobineX გთავაზობს რამდენიმე ტიპის ინტერნეტ პაკეტს, რომლებიც ბილბაოში მოკლე ვიზიტს იდეალურად ერგება:

  • პაკეტები 1GB-დან 30GB-მდე, ასევე ულიმიტო დღიური ინტერნეტი.

 

  • მოქმედების ვადა: 3 – 30 დღე.

 

  • ხელმისაწვდომია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.

 

  • ულიმიტო დღიური ინტერნეტი ერთი ან ორი დღის ვიზიტისთვისაა იდეალური.

 

  • სტაბილური კავშირი სტადიონზე, სასტუმროში ან ქალაქში გადაადგილებისას.

თუ ბილბაოში 2–3 დღით მიფრინავ, საშუალო მოცულობის პაკეტი (5-10GB) იდეალურია: საკმარისი მონაცემი ნავიგაციისთვის, ვიდეოებისთვის და მატჩის დღის ემოციების გასაზიარებლად, ზედმეტი ხარჯის გარეშე.

როდის სჯობს ევროპული რეგიონული პაკეტი

თუ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავ, მაგალითად, თბილისიდან პარიზში მიფრინავ, შემდეგ ბილბაოში გადადიხარ და ბოლოს ისევ საფრანგეთში, მეცში მიდიხარ, ადგილობრივი პაკეტების ყიდვაზე უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილება mobineX-ის ევროპული რეგიონული პაკეტებია.

ევროპული eSIM-ის ერთი აქტივაციით იღებ სტაბილურ კავშირს მთელი ტურის განმავლობაში, რაც ბევრად ამარტივებს მოგზაურობას და თავიდან გაშორებს ზედმეტ ხარჯს.

თუ კვარას სამივე მატჩზე აპირებ დასწრებას, ერთი რეგიონული პაკეტი სრულიად საკმარისია, რომ მთელი ევროპული ტური კომფორტულად და უწყვეტი ინტერნეტით გაიარო.

უგულშემატკივრე კვარას mobineX-თან ერთად

თუ აპირებ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებზე დასწრებას და გჭირდება სამოგზაურო ინტერნეტი, mobineX ყველაზე სწრაფ და ხელმისაწვდომ პაკეტებს გთავაზობს. შეარჩიე შენი მოგზაურობისთვის შესაფერისი ინტერნეტ პაკეტი, დარჩი ონლაინ ყველგან და გაუზიარე ემოციები ახლობლებს პირდაპირ ტრიბუნიდან.