Tasteatlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს 2025-2026 წლების რეიტინგში საქართველო 21-ე ადგილს იკავებს.
Tasteatlas-ი წერს, რომ ქართული სამზარეულო ცნობილია შემდეგი კერძებით: ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ქათამი კეცზე და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მხოლოდ თურქეთი უსწრებს. კერძოდ, თურქული სამზარეულო მე-7 ადგილზეა.
რეგიონის ქვეყნების პოზიციები რეიტინგში ასე გადანაწილდა:
თურქეთი მე-7 ადგილი;
რუსეთი 28-ე ადგილი;
სომხეთი 87-ე ადგილი;
აზერბაიჯანი 67-ე ადგილი.
რეიტინგის მიხედვით, 2025-2026 წლებში მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყანა იტალიაა.
უფრო კონკრეტულად, Top 10 საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგი ასეთია:
იტალია
საბერძნეთი
პერუ
პორტუგალია
ესპანეთი
იაპონია
თურქეთი
ჩინეთი
საფრანგეთი
ინდონეზია