5 ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადება საქართველოში – “ერთ-ერთი ავადობის მაჩვენებელი ბოლო 5 წელში 76%-ით გაიზარდა”5 ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადება საქართველოში – “ერთ-ერთი ავადობის მაჩვენებელი ბოლო 5 წელში 76%-ით გაიზარდა”
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სასუნთქის სისტემის დაავადებებია.

“საქსტატის” თანახმად, 2024 წელს დაავადებათა ამ ჯგუფში 221 400 ბავშვი იყო აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში, ქვეყანაში სასუნთქის სისტემის დაავადების მქონე ბავშვთა რიცხვი 76%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 125 900-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 0-დან 14-წლამდე ასაკის ბავშვთა ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით, პირველად დადგენილი დიაგნოზით ასე გამოიყურება:

სასუნთქის სისტემის დაავადები – 221 400 ბავშვი;
ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები – 42 300 ბავშვი;
ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები – 21 800 ბავშვი;
თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 21 200 ბავშვი;
ბავშვიკანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 21 100 ბავშვი;
ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები – 9 300 ბავშვი.