პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული Instagram-ის ყალბი ანგარიშით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა.

ასევე, მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.