პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) – ფაზა II ხორციელდება „ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის” (International Partnerships Austria) დაფინანსებით, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი (SCapp) და სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი (Socar).

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები 1,800-მდე ახალგაზრდის (18-35 წლის, მათ შორის, 50% ქალი) სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება, რათა მათ შეძლონ ახალი ბიზნესების შექმნა ან არსებულის გაფართოება. კონკურსის საფუძველზე, პროექტი შეარჩევს და მხარს დაუჭერს ახალგაზრდების მიერ მართულ, მინიმუმ 65 არსებულ ან ახალ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესს.

პროექტი ხორციელდება 36 თვის განმავლობაში (ოქტომბერი, 2025 – სექტემბერი, 2028) და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტს.

  • ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი;
  •  სამცხე-ჯავახეთი: ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა;
  •  აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო;
  •  გურია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური

საკონტაქტო ინფორმაცია:

rdye@mercycorps.org
+995 595 951 236

გისურვებთ წარმატებას!
დასარეგისტრირებლად გადადით აღნიშნულ ბმულზე: https://shorturl.at/gBoMw