ახალი წლის წინა დღეს, წითელი ჯვრის ახალქალაქის ფილიალის მოხალისეები „გაეცი სითბო“ პროგრამის ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიებას აწყობენ, რომლის მიზანია მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერა და მათთვის სადღესასწაულო და მზრუნველი ატმოსფეროს შექმნა.

ღონისძიება 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, „გრანდ მურის“ მიწისქვეშა კომპლექსში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები წითელი ჯვრის მოხალისეები არიან, ის საქველმოქმედოა. ადგილობრივი კულტურული ანსამბლები და მომღერლები სხვადასხვა მუსიკალურ და საცეკვაო სპექტაკლებს შეასრულებენ. მსურველებს კი შეუძლიათ შემოწირულობის გაღება საქველმოქმედო კონცერტის დროს და კეთილი საქმის ნაწილი გახდნენ. ორგანიზატორების თქმით, კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მარტოხელა ხანდაზმულებს გადაეცემათ, რომლებიც ახალ წლამდე საკვებით სავსე ჩანთებს მიიღებენ.

„ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც დღეებს მარტო ატარებენ, ხშირად საკმარისი მხარდაჭერის გარეშე. ახალი წლის წინა დღეს საქველმოქმედო ღონისძიებას ვაწყობთ, რომლის დროსაც შეგროვებული თანხა მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებს, საკვების შესაძენად მოხმარდება.

თქვენი მონაწილეობა შეიძლება ვინმესთვის იმედი და ზრუნვა გახდეს“, – ვკითხულობთ ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალქალაქის ფილიალის Facebook გვერდზე.

achuqe

გაიღეთ შემოწირულობა, გააფერადეთ ახალი წელი

საზოგადოების წევრებს, ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ინიციატივაში შემოწირულობებით ან მოხალისეობრივი მხარდაჭერით, რათა დაეხმარონ მარტოხელა ხანდაზმულებს სადღესასწაულო ყურადღებისა და სითბოს განცდაში.

ჰნაზიკ ავეტისიან