ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი თვის განმავლობაში თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა. 14 დეკემბერს, სოფელ ხანდოს მაცხოვრებლებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 25 წლის ა. ა. სამუშაო ადგილზე მკვდარი იპოვეს.

Jnews-ის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი კერძო ფერმაში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მისი ცხედარი იქვე იპოვეს. თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. Jnews საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დააზუსტოს, რომელი მუხლით აღიძრა ეს.