დო­ნალდ ტრამპმა და­მა­ტე­ბით შვი­დი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს აშშ-ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა იმ ქვეყ­ნე­ბის სია გა­ა­ფარ­თო­ვა, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც აშშ-ში შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სრუ­ლი აკ­რძალ­ვა ბურ­კი­ნა-ფა­სოს, მა­ლის, ნი­გე­რის, სამ­ხრეთ სუ­და­ნის, სი­რი­ის, ლა­ო­სი­სა და სი­ე­რა ლე­ო­ნეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა. ასე­ვე, აკ­რძალ­ვა შე­ე­ხე­ბა პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის მფლო­ბელ პი­რებს.
თეთრმა სახ­ლმა სი­რი­ის­თვის აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბის მი­ზე­ზად სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ აშშ-ში ვი­ზით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის გა­და­ცი­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

“სი­რია სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბი­სა და შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი­დან გა­მო­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა აშშ-სთან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით მუ­შა­ობს, სი­რი­ა­ში ჯერ კი­დევ არ მოქ­მე­დებს პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მის ადეკ­ვა­ტუ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნო და შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი“, – გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამპმა ივ­ნის­ში აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას მო­ა­წე­რა ხელი, რომ­ლი­თაც 12 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს აშშ-ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა. სრუ­ლი აკ­რძალ­ვა ავ­ღა­ნე­თის, მი­ან­მა­რის, ჩა­დის, კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კის, ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნე­ის, ერიტ­რე­ას, ჰა­ი­ტის, ირა­ნის, ლი­ბი­ის, სო­მა­ლის, სუ­და­ნი­სა და იე­მე­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გავ­რცელ­და.