ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 2500 სატვირთო მანქანა ელოდება. აქედან 2257 რეგისტრირებულია ელექტრონულ რეგისტრაციის სისტემაში. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.
ბოლო კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით საზღვარი 17000-მა სატრანსპორტო საშუალებამ და 35000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
„ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ამჟამად თითქმის 2500 ტრანზიტული მძიმე სატვირთო მანქანა ელოდება. აქედან 2257 რეგისტრირებულია ელექტრონულ რეგისტრაციის სისტემაში“, – იტყობინება ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახური.
რეკონსტრუქციის შემდეგ, ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა გაიზარდა 700 სატვირთო მანქანამდე დღეში თითოეული მიმართულებით, თუმცა სინამდვილეში 300-ზე ნაკლები გადის. ტურისტული სეზონი ზრდის საცობებს და 39 ზოლიდან 28 განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ზღუდავს სატვირთო მანქანების შესვლას პარკირების ადგილების გარეშე. მთავრობა გეგმავს ორი ახალი ავტოსადგომის აშენებას, ერთი 1000 სატვირთო მანქანისთვის, ხოლო მეორე 500 მანქანისთვის. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აქვს ელექტრონული რიგის სისტემა, რაც ამარტივებს სატრანზიტო გადაადგილებას.
სომხეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების უმეტესი ნაწილი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ხორციელდება.