1-წლიან ჭრილში საქართველოში გრამ ოქროზე ფასმა საშუალოდ 80-დან 140 ლარამდე მოიმატა.
თუ 2024 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სიანჯიან გრამი ძვირფასი ლითონის შეძენას 250 ლარად შეძლებდით, დღეს იმავე კატეგორიის ოქროს ღირებულება 388 ლარია. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ ბოლო1 წელში უმაღლესი სინჯის ოქრო ქვეყანაში 55%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება 750-სიანჯიან ოქროს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მისი საბაზრო ღირებულება გრამზე 188 ლარი იყო, დღეს კი 291 ლარს შეადგენს. 2024 წელს თბილისის ოქროს ბირჟაზე 146 ლარად იყო შეფასებული 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი, მიმსინარე წელს კი მისი გასაყიდი ფასი 227 ლარია.
წლიურ ჭრილში, ფასის 62%-იან მატებას ვხედავთ გლობალურ ბირჟაზე. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს ფასი ამ ეტაპზე 4 300 დოლარია.