სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.216 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 23.216 მლრდ დოლარიდან ექსპორტი 6.618 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16.598 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9.980 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.