10 დეკემბერს, თბილისში, ადამიანის უფლებათა დამცველის ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ყოველწლიურად ნიდერლანდების საელჩო ატარებს. წერს „ალიქ მედია“.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაქელიანმა, 3 ნომინანტს საპატიო სიგელები გადასცა. მესამე ადგილი ორგანიზაცია „გორის ხელოვნების სახლის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა, ოთო გვრიტაშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი „ალიქ მედიას“ დირექტორმა, ლიზა თოროსიანმა დაიკავა. ადამიანის უფლებათა დამცველის „ვარდების“ ჯილდო კახეთიდან თოზუ მამედოვას გადაეცა.

ცერემონიას წინ უძღოდა ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ჩვენება.

„ალიქ მედიის“ დირექტორი, ლიზა თოროსიანი როგორც ნომინანტად არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ დამფუძნებელმა, არნოლდ სტეპანიანმა წარადგინა.

„ჩემი აზრით, ლიზა თოროსიანი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შუქურაა. ბევრი კანდიდატი იყო და ძალიან მიხარია, რომ ლიზა და მისი ნამუშევარი ამ მომენტში დაფასდა. ეს ლიზას და მთელი გუნდის მუშაობის შეფასებაა“, – განაცხადა არნოლდ სტეფანიანმა „ალიქ მედიასთან“ ინტერვიუში.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას ხაზი გაუსვა ორგანიზაცია „გორის ხელოვნების სახლის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა, ოთო გვრიტაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

„ბევრი, გორის ხელოვნების სახლზე საუბრისას, თავისუფლებას წარმოიდგენს და სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდებს, და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ სივრცე, სადაც ისინი თავისუფლები იქნებიან, სადაც მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ექნებათ. ეს დიპლომი ჩემი შრომის დიდი დაფასებაა.“

თოზუ მამედოვამ აღნიშნა: „ჩემი მეგობრები ამბობდნენ, რომ ჩემი შრომა ფუჭად იხარჯებოდა, რომ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და მოტივაცია დაიკარგა. დღეს, ამ დაჯილდოების ცერემონიამ, ამ მხარდაჭერამ ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის. ყოველთვის ვოცნებობდი, პატარა გოგონებისთვის მაგალითი ვყოფილიყავი, რომ ისინიც ყველაფერში წარმატებას მიაღწევდნენ.“