ახალქალაქში, სანაპიროს (ნაბერეჟნაიას) ქუჩის მაცხოვრებლები განგაშს აცხადებენ ელექტრობოძების შეცვლის აუცილებლობის შესახებ, რადგან ისინი შესამჩნევად მოხრილი და დამპალია, რაც მოსახლეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
სანაპიროს (ნაბერეჟნაიას) ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ირწმუნება, რომ პრობლემის გადასაჭრელად მან პირადად დარეკა ცხელ ხაზზე. მათ დაჰპირდნენ რეაგირებას, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე ელექტრობოძს დიდი ხანია შეცვლა სჭირდება, განსაკუთრებით ერთს, რომელიც იმდენად მოხრილია, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება სახლზე ჩამოვარდეს.
„ის უყურადღებოდ არის მიტოვებული, ეს ბოძი დიდი ხნის წინ ჩამოვარდებოდა, ელექტროსადენებს რომ არ შეენარჩუნებინათ“, – დასძენს კიდევ ერთი მაცხოვრებელი.
Jnews-მა სცადა Energo Pro Georgia-სთან დაედგინა, იყვნენ თუ არა ისინი ინფორმირებულნი პრობლემის შესახებ და შესაძლებელი იყო თუ არა გაცვეთილი ელექტრო ბოძების შეცვლა.
Jnews-ის მოთხოვნის საპასუხოდ, კომპანიამ უპასუხა, რომ სერიოზული პრობლემები არ ყოფილა და ბოძები დაზიანებულად არ ითვლებოდა.
ამასობაში, სანაპიროს (ნაბერეჟნაიას) ქუჩის მაცხოვრებლები კვლავ წუხან, რომ ბოძი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოვარდეს, რომ არავინაა უსაფრთხოდ, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ და დენის დარტყმა მიიღონ. თუმცა, ელექტრო ქსელში აცხადებენ, რომ სიტუაცია სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ჰნაზიკ ავეტისიან