8 დეკემბერს, სოფელ ჩამდურას მაცხოვრებლებმა 33-34 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, ოჯახის დანარჩენი წევრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ის სოფლის მაცხოვრებლებთან დიდად არ ურთიერთობდა.
Jnews-მა ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს ველოდებით.