9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად მშრალი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი აღმოსავლეთის ქარით. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 დეკემბერს მოღრუბლული, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი.

6 დეკემბერს თბილისში მშრალი ამინდია მოსალოდნელი, 7-8 დეკემბერს კი წვიმა და ნისლი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება.