საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორის განვითარების სააგენტოსა და ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების მართვის თანამშრომლის დაკავების შესახებ განაცხადა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მოქალაქეს 1400 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი მოსთხოვა და მიიღო, სანაცვლოდ კი მის იურისდიქციაში არსებულ ტყიან ტერიტორიაზე ოფიციალური ნებართვის გარეშე კემპინგის მოწყობის ნებართვა მისცა.

ის თანხის მიღებისთანავე დააკავეს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით იძიება და მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.