დღეს, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე ჩვენს რეგიონში, შეიმჩნევა როგორც განქორწინებების, ისე გვიან დაქორწინების ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებს მრავალმხრივი სოციალური და ეკონომიკური მიზეზები აქვს, ამ მასალაში საკითხს განვიხილავთ ექსკლუზიურად ქრისტიანული აღქმის ფარგლებში.
ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს ქორწინებების შემცირებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 21 653 ქორწინება დაფიქსირდა, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.9 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის – 32.2 წელი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს დაფიქსირებული განქორწინებების რაოდენობამ შეადგინა 13 520, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
Jnews-მა ესაუბრა ნინოწმინდის სულიერ მოძღვარს, მღვდელ არმაშ ფოღოსიანს. ის წარმოადგენს ეკლესიის შეხედულებებს სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და მყარი ოჯახის შექმნის შესახებ.
„ახლა ანგარიშიანობაა ბევრი, ადამიანები ანგარიშობენ. სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში სავაჭრო ფსიქოლოგიით შემოვიდა ურთიერთობა. დღეს, განსაკუთრებით გოგონები ფიქრობენ, რომ ოჯახი შექმნან განათლებულ, ბევრი ფულის მქონე ბიჭთან, რათა მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილები იყვნენ. ოჯახი მაშინ იქმნება, როდესაც წყვილს უყვარს ერთმანეთი, არ ეშინია სიძნელეების. ახლა კი მათ უნდათ, რომ ყველაფერი ჰქონდეთ სიძნელეების გარეშე – ეს არის ანგარიშიანობა. ოჯახის საფუძველი შეიცვალა. ადამიანები დღეს სავაჭრო ფსიქოლოგიით ეძებენ სარგებელსა და მოგებას, და ეს ძიება დიდხანს გრძელდება“, – ამბობს მღვდელი არმაშ პოღოსიანი.
მღვდლის დაკვირვებით, როდესაც ოჯახის შექმნის მოტივაცია არ არის სიყვარული და პასუხისმგებლობა, მაშინ ოჯახის საფუძველი სუსტია. ასეთი ურთიერთობები ვერ უძლებს პირველივე სირთულეებს – არ არის მოთმინება, ზრუნვა, ურთიერთდათმობა და ა.შ.
„დღეს განქორწინებები ბევრია, რადგან საფუძველი არ არის მყარი, ისინი საკუთარ სახლს ქვიშაზე აშენებენ და არა კლდეზე. წყვილი მხოლოდ ერთად გავლილი სირთულეების შემდეგ ხდება მტკიცე ოჯახი“, – აღნიშნავს სასულიერო პირი.
მისი თქმით, გვიან დაქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.
„გვიან ქორწინდებიან, რადგან თავს არიდებენ პასუხისმგებლობას, უნდათ მარტივად იცხოვრონ. ახალგაზრდებს არ უნდა ეშინოდეთ პასუხისმგებლობის. ოჯახი თავად არის პასუხისმგებლობა. ბიჭი გამოდის თავისი ბიჭური მდგომარეობიდან და ოჯახის სათავეში დგება, გოგოც გამოდის თავისი ბავშვური მდგომარეობიდან და დგება მამაკაცის გვერდით – მათი ოჯახის სათავეში. და ისინი ერთად ატარებენ პასუხისმგებლობას“, – ამბობს მღვდელი არმაში.
ეს უკანასკნელი (მღვდელი) ასევე ეხება ღირებულებების ცვლილებას.
„იმ დროს, ქალთან დაახლოების უმოკლესი გზა დაქორწინება იყო, ახლა კი ეს საკითხი, სამწუხაროდ, ძალიან მარტივად წყდება. ადამიანი გახდა ეგოისტი – მე ჩემთვის. ადამიანს საკუთარი თავი უყვარს. მოსიყვარულე ადამიანი, თუკი მას რწმენა აქვს, შეეცდება ისე იცხოვროს, რომ ღვთისთვის სათნო იყოს, მადლი დაიმსახუროს. ახლა კი ადამიანები აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც სასიამოვნოა, რაც ხელშესახებია. ადამიანი თავისი ცხოვრების წესით საკუთარ თავს აშორებს ღმერთს. ადამიანური სიყვარული არის – მე მინდა, ღვთიური სიყვარული კი მომდინარეობს – იძლევა. ჩვენი ლოცვებიც ხშირად მხოლოდ თხოვნაა – „მომეცი ბედნიერება, მომეცი წარმატება“, მაგრამ ლოცვამ უნდა დაგვაახლოვოს ღმერთთან. შერიგების გზა ლოცვაა“, – ამბობს მამაო.
განვითარებულ ქვეყნებში გვიან დაქორწინების ტენდენცია ხშირად დადებითი კუთხით წარმოჩინდება – უკეთესი განათლება, სტაბილური სამუშაო, კარიერა და უფრო მოწიფული მიდგომა ოჯახური ცხოვრებისადმი, რამაც, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შესაძლოა განქორწინების რისკი შეამციროს.
თუმცა, ამის პარალელურად არსებობს უარყოფითი შედეგებიც:
„დიდ ასაკში დაქორწინების შედეგი ცოტა შვილის ყოლაა, რაც ასევე ზიანს აყენებს ერსა და სახელმწიფოს. მოდური გახდა: ერთხელ ვცხოვრობთ, ვიცხოვროთ კარგად. არის განსხვავება თავისუფლებასა და თავაშვებულობას შორის. თუ არ უნდათ, რომ თავს შეუქმნან დისკომფორტი, ელოდებიან, რომ ყველაფერი მოხერხებული, მარტივი და სასიამოვნო იყოს. ეს ზიანი არ არის, მაგრამ ზიანია, როცა ფიქრობენ – რა არის ჩემი მოგება“, – ამბობს მღვდელი არმაში.
ის ამატებს, რომ ოჯახის დღევანდელი მოდელის საფუძველი არასწორად არის აგებული. ანგარიში ქორწინდება, არ მართლდება და ბოლოს შორდებიან.
„ყველაფერს მოვლა სჭირდება: ოჯახს, მეგობრობას, სამსახურს. თუ არ მოუვლი, განქორწინებები იქნება. ერთმანეთთან უნდა ისაუბრონ. უნდა იცოდნენ ერთმანეთის მოთხოვნილებები,ერთს თუ ყურადღება უნდა, მეორესაც უნდა. ყურადღება ურთიერთგაცემული უნდა იყოს.“
დასასრულს, მღვდელი არმაში ახსენებს ქრისტიანული ქორწინების მცნებებს:
„ცოლი უნდა დაემორჩილოს ქმარს. მამაკაცმა უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, და ორივენი ერთი ხორცი არიან. ცოლს ეუბნება: თავმდაბალი იყავი, მაგრამ მამაკაცსაც ეუბნება: ის გიყვარდეს, როგორც შენი თავი, არ დაამცირო. შენს თავს ვერ დაამცირებ, თუ ამცირებ, ესე იგი ღვთის მცნებებისგან შორს ხარ. იმის თქმა, რომ რწმენა მაქვს, ცოტაა, ამით უნდა იცხოვრო. ადამიანს სჭირდება სიმამაცე გადაწყვეტილების მისაღებად და პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებისთვის.“
ბევრ ქვეყანაში გვიან დაქორწინება და შობადობის დაბალი მაჩვენებელი დიდ შეშფოთებას იწვევს. ზოგიერთ ქვეყანაში ამის თავიდან ასაცილებლად დაწესებულია გადასახადები და სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს. თუმცა, სასულიერო პირების თქმით, ეს ზომები პრობლემის გადაჭრა არ არის. ოჯახის გადააზრების საქმეში დიდი როლის შესრულება შეუძლია ეკლესიას, რადგან დღეს ადამიანს სულიერი ტრავმები აქვს.
„ადამიანი დღეს მომავლის მიმართ სასოწარკვეთილია. ბევრს არ შეუძლია გარჩევა გატაცებასა (შეყვარებულობა) და რეალურ სიყვარულს შორის. ქრისტიანული გაგებით კი სიყვარული ნიშნავს მსხვერპლშეწირულ სიყვარულს – იმ სიყვარულს, რომელიც იესოს მეშვეობით ვიხილეთ. ქრისტიანობის სამი ძირითადი მისიაა: სიყვარული, იმედი და რწმენა, და დღეს ადამიანს სამივეში აქვს პრობლემა. ბევრს არ ჰყავს შვილები, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ზედმეტი ტვირთია. თუმცა, ბავშვი პრობლემით არ იბადება, რომ მშობელმა ვერ შეძლოს მისი გადაჭრა, არამედ იბადება ღვთის კურთხევით და სწორედ მისი მეშვეობით წყდება ოჯახის პრობლემები“.
მასალაში წარმოდგენილი მოსაზრებები ეფუძნება ექსკლუზიურად ქრისტიანულ აღმსარებლობას; ისინი არ შეიცავენ არანაირ პირად შეფასებას ან შეურაცხყოფას.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან