1 დეკემბრამდე საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 1 დეკემბრიდან ზოგიერთ ადგილას წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიანეთში კი თოვლია შესაძლებელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

დედაქალაქ თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 29-30 ნოემბერს თბილი და მშრალი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 1 დეკემბერს მოღრუბლული, წვიმიანი და გრილი ამინდი იქნება. 1 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა +11, +13, +15 გრადუსამდე დაეცემა.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 29-30 ნოემბერს ნალექი არ არის მოსალოდნელი, 1 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში თოვლი იქნება მოსალოდნელი. 1 დეკემბერს დღის ტემპერატურა +3-დან +5 გრადუსამდე დაეცემა.