დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით.
ჯამში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის პოლისების რაოდენობა ამ პერიოდისთვის 782 035-მდე გაიზარდა, წლიური ზრდა 4%-ს შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, წელს, 9 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი პრემია 478 მლნ ლარი სადაზღვევო კომპანიებმა ტრადიციულად სამედიცინო დაზღვევაში მოიზიდეს, წლიური ზრდა 11.6%-ია.
სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში ყველაზე მეტი პრემია – 118.9 მლნ ლარი ჯიპიაი ჰოლდინგმა მოიზიდა, შემდეგ მოდის იმედი L 91.3 ლარის მოზიდული პრემიით, სამედიცინო დაზღვევაში არდის მიერ მოზიდულმა პრემიამ 66.8 მლნ ლარი შეადგინა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 მილიარდ 98 მილიონი ლარი. ამავე პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2 მლნ ლარით არის შემცირებული.