ევროპის 23-წლამდელთა მოკრივეთა ჩემპიონატზე ახალქალაქელმა სპორტსმენმა გორ აივაზიანმა 55 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ამინ მამაზადი დაამარცხა და შემდეგ რაუნდში გავიდა.
ის ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.
გორ აივაზიანი ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ასევე საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და მედალოსანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 23-წლამდელთა მოკრივეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში 23-დან 30 ნოემბრამდე მიმდინარეობს.
მთავარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავას და მწვრთნელ ილია ტლაშაძის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში ექვსი ბიჭი და ორი გოგონა ასპარეზობს.
50 კგ: ლაშა კერესელიძე,
55 კგ: გორ აივაზიანი,
60 კგ: საბა ერემეიშვილი,
65 კგ: ლევან დემუროვი,
70 კგ: ლუკა ნიქაბაძე,
75 კგ: გიორგი ნატროშვილი,
57 კგ: ხურამან კასუმოვა,
60 კგ: ლანა ბოლქვაძე.
გამგზავრებამდე სპორტსმენებმა ქართულ ცნობილ კურორტ წყალტუბოში ივარჯიშეს. ევროპის ჩემპიონატში არტურ ელიზბარიანიც მონაწილეობს, რომელიც სპორტსმენთა ორთაბრძოლას წარმართავს.