გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას 25-30 ნოემბრის ამინდის პროგნოზის შესახებ.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და მშრალი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება. სანაპირო ზონებში ( აჭარა, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და მშრალი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რეგიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ცხელი და მშრალი ამინდი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ცხელი და მშრალი ამინდი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, გვარელი, ახმეტი) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება.