შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მინდვრისა და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ბუნებაში გადაადგილებისას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომდევნო კვირაში ამინდი მშრალი დარჩება, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
„მოგიწოდებთ, არ აანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ტყეებთან ან მინდვრებთან ახლოს და არ დატოვოთ ხანძრის წყაროები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. კვამლის ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ „112“-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.