საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ღამით მიწისძვრები დააფიქსირა, რომლის ეპიცენტრი რუსეთში, საქართველოს საზღვრიდან 1 კილომეტრში, ინგუშეთში მდებარეობდა.

ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო. ისინი თბილისის დროით დილის 4:30 საათზე, 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.