საქართველოს 23-წლამდელთა მოკრივის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელიც 23-დან 30 ნოემბრამდე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 55 კგ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი გორ აივაზიანი წარმოადგენს. ის ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ხუთგზის საქართველოს ჩემპიონი, ასევე საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და მედლოსანი.

მთავარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავასა და მწვრთნელ ილია ტლაშაძის ხელმძღვანელობით, უნგრეთის დედაქალაქში ექვსი ბიჭი და ორი გოგონა იასპარეზებს.

50 კგ: ლაშა კერესელიძე,

55 კგ: გორ აივაზიანი,

60 კგ: საბა ერემეიშვილი,

65 კგ: ლევან დემუროვი,

70 კგ: ლუკა ნიქაბაძე,

75 კგ: გიორგი ნატროშვილი,

57 კგ: ხურამან კასუმოვა,

60 კგ: ლანა ბოლქვაძე.

გამგზავრებამდე სპორტსმენებმა ქართულ ცნობილ კურორტ წყალტუბოში ივარჯიშეს.