საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ფატალური საგზაო შემთხვევების რაოდენობით. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად, 100 000 მოსახლეზე, საგზაო შემთხვევების შედეგად საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება, რაც ხუთჯერ აღემატება ევროპის საუკეთესო მაჩვენებელს.

გასულ წელს საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად 444 ადამიანი დაიღუპა, 7 587 კი დაშავდა. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საგზაო შემთხვევების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა (41-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში), ხოლო 6 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა (637-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში).

„ავარიებისა და დაზიანებების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის 1,5 მილიონზე მეტი ჯარიმა გაიცა. სიჩქარის გადაჭარბების დონე ყველა დარღვევის 41,96%-მდე გაიზარდა“, – განაცხადა დარახველიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის მძღოლებისთვის ჯარიმების შემდეგი დაგეგმილი ზრდის მიზეზი.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სიჩქარის ლიმიტი 15-40 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება.

ფოტო: Jnews-ის არქივიდან