პოლიციამ დააკავა ქართველი მამაკაცი, რომელმაც ფარულად გადაიღო თავისი 12 წლის გერი და უკანონოდ გაავრცელა ინტიმური ვიდეოები, იტყობინება საქართველოს პროკურატურა.

„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მასთან მცხოვრები 12 წლის გერის საძინებელში ვიდეოჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მასალები, რომლებიც შეიცავდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში დაიკითხა დაზარალებული და სხვა მოწმეები, ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ჩანაწერებიც ადასტურებს დანაშაულს. მოგვიანებით, მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი წაუყენეს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაში, შენახვასა და გავრცელებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-1 მუხლის პირველი ნაწილით. ეს დანაშაული ისჯება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.