ახალქალაქში, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა და პოლიცია იმყოფება.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ხანძარი შესაძლოა სასაკლაოსთან ახლოს მშრალი თივის დაწვამ გამოიწვია. სასაკლაოს გარშემო დამწვარი ბალახის კვალი ჩანს.
ხანძარი ყოფილი სასაკლაოს შენობაზეც გავრცელდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება მოახერხეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა სასაკლაოსთან ახლოს, საიდანაც კვამლი ამოდიოდა და მშრალი ბალახიც იწვოდა.