დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1,155,187 ადამიანი ეწვია.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, სპეციალურად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.

გაიზარდა როგორც უცხოელი ვიზიტორების, ასევე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.

სპეციალურად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, წელს ყველაზე პოპულარული ადგილები იყო:

პრომეთეს მღვიმე;
მარტვილის კანიონი;
მტირალას ეროვნული პარკი;
სათაფლია;
წალკის კანიონი
აღსანიშნავია, რომ მტირალას ეროვნულმა პარკმა წელს უკვე მიიზიდა 100 000 ვიზიტორი, რაც პარკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით 100 დაცული ტერიტორიაა რეგისტრირებული.