14 ნოემბერს, მინდვრებში მშრალი თივის ნარჩენების დაწვის გამო ხანძარი გაჩნდა, რომელიც ავტომობილების ნამსხვრევებზე გავრცელდა. შემთხვევა ახალქალაქის ყოფილ პირველ სამხედრო დასახლებასთან მოხდა.
მეხანძრეებმა ხანძრის გავრცელება თავიდან აიცილეს.
ასეთი შემთხვევები, როდესაც მშრალი თივის დაწვა ხანძარს იწვევს, რომლის ჩაქრობაც მეხანძრეებს უჭირთ, ბოლო დროს ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა 500 ლარის ოდენობის ჯარიმას იწვევს.
დაუდევრობით გამოწვეული ზიანისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა ჯარიმები.
რატომ არ უნდა დაწვათ მინდვრები, წაიკითხეთ ასევე :
ფოთლების დაწვა სახიფათოა ბუნებისა და ჯიბისთვის
ახალქალაქში ხანძრის სეზონი დაიწყო
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან