გლობალურ ბირჟებზე, თბილისის დროით 12:30 საათის მონაცემებით, ოქროს ფასი უნციაზე 4,236 აშშ დოლარი იყო, რაც 24 საათში 0.71%-ით მეტია. ვერცხლის ფასი 1.55%-ით გაიზარდა და უნციაზე 54.33 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს, თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-ე კლასის 1 გრამი ოქროს ფასი ამჟამად 370 ლარია, 750-ე კლასის ოქროს – 278 ლარი, ხოლო 585-ე კლასის ოქროს – 216 ლარი.
ვერცხლს რაც შეეხება, 800-ე კლასის 1 გრამი ვერცხლის ფასი 3.77 ლარია, ხოლო 999-ე კლასის ვერცხლის – 4.71 ლარი.