2025 წლის სექტემბერში დედაქალაქში ბინების გაქირავების ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. თუ 2024 წლის სექტემბერში კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი 9.9 აშშ დოლარი იყო, წელს ის 9.7 აშშ დოლარამდე შემცირდა.

Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშის თანახმად, 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, რაიონების მიხედვით ყველაზე ძვირი ბინების გაქირავება ვაკეშია, კვადრატულ მეტრზე 15 აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე იაფი გლდანში, 8 აშშ დოლარი.

BusinessPressNews წარმოგიდგენთ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასს თბილისში რაიონების მიხედვით. (ფასები მოცემულია კვადრატულ მეტრზე).

ვაკე: $15,

მთაწმინდა: $12.7,

საბურთალო: $10.9,

კრწანისი: $9.8,

ისანი: $9.6,

ჩუღურეთი: $9.4,

დიდუბე: $9.4,

ნაძალადევი: $9.2,

ვაშლიჯვარი: $8.8,

დიდი დიღომი: $8.3,

სამგორი: $8.1.

გლდანი: $8.