საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
ამის შესახებ დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს და ჩორჩანაში მომხდარ ეპიზოდებს.
კერძოდ, საქმე ეხება პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს ორზე მეტი ადამიანის განზრახ მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.