ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამზე – მისცემს თუ არა ჩვენებას გზების დეპარტამენტის შეფის ყოფილი მოადგილე ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. საქმე სამტრედია – გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის უხარისხოდ აშენებას და ჩამონგრევას უკავშირდება. ბიუჯეტმა ჯამში ზარალი 16 მილიონი ნახა.

ლევან კუპატაშვილის საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილი განიხილავს.

ამავე საქმეზე 4 ბრალდებულია, რომელთა ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაის, თაღლითობის და დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. საქმე უკავშირდება სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე 2023 წელს ჩანგრეულ ხიდს, სადაც ყალბი აქტების საფუძველზე არარსებულ მომსახურებაზე გადახდილი იყო 1,17 მილიონი ლარი, კომპანიამ კი თაღლითურად დაისაკუთრა 3,85 მილიონი ლარი; შედეგად სახელმწიფოს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, ხოლო კუპატაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.