2031 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით.
ამ პერიოდამდე გრძელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი კანონი. ამ კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მთავრობის დავალებით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ადრე ამ მუხლის ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული, ეს ვადა 2031 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.
მთავრობა განმარტავს, რომ გახანგრძლივება განპირობებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო სამუშაოების ხანგრძლივობითა და ინტენსივობით.
„განაცხადისა და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, რომელთა დასრულების შემდეგ პროექტები უნდა შევიდეს აქტიური განხორციელების ფაზაში. ეს სცილდება კანონით დადგენილ ვადებს“, – განმარტავს მთავრობა.
საკითხი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.