10 ნოემბერს ახალქალაქის აბულის გუნდი ბორჯომის ბორჯომ-2-ს დაუპირისპირდა. მატჩი ბორჯომში გაიმართა. ახალქალაქის აბულმა 3-1 მოიგო.
გოლები დარბინიან რაფაელმა და მამულაშვილმა კახამ გაიტანეს.
ეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურია.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი საშინაო თამაში დარჩა. აბული ცხრილში მესამე ადგილზეა. მათი უპირატესობა მომდევნო ადგილზე მყოფ გუნდთან, დინამო სოხუმთან, რომელიც მეოთხე ადგილზეა, ამჟამად რვა ქულაა.
შემდეგი მატჩი 17 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის ვაზისუბნის გუნდთან გაიმართება.