2025 წლის სექტემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებულმა ავტომობილებმა 1.9 მილიონს მიაღწია. მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვეში, ავტოპარკს 125.4 ათასი ავტომობილი დაემატა.
TBC Capital-ის კვლევის თანახმად, ავტომობილების 64% ბენზინს, ხოლო 23% დიზელს მოიხმარს. ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები მთლიანი ავტოპარკის 12%-ია, თუმცა მათი ძირითადი საწვავი ბენზინია.
ელექტრომობილები ავტოპარკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია, 2024 წლის მეორე ჩავარდნის მიუხედავად, მზარდია. თუ 2019 წელს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში 39%-ს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 56%-მდეა გაზრდილი. მეორე მხრივ, შემცირებულია როგორც ჰიბრიდული, ასევე, დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში.