Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზეა.
კერძოდ, 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით საქართველო 99 ქვეყნიდან 77-ე ადგილზეა. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი ჩამორჩება, რომელიც 90-ე ადგილზეა.
რეგიონში საუკეთესო შედეგი თურქეთმა დააფიქსირა, რომელმაც 99 ქვეყნიდან 27-ე ადგილი დაიკავა, შემდეგ მოდის რუსეთი, რომელიც 57-ე ადგილზეა და სომხეთი, რომელიც 61-ე ადგილზეა.
იმავე კვლევის თანახმად, შესწავლილ ქვეყნებს შორის ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით მსოფლიოში ლიდერობს ტაივანი, ხოლო სირია ბოლო ადგილზეა.
უფრო კონკრეტულად, ჯანდაცვის ხარისხის მხრივ ტოპ ათი ქვეყანაა:
ტაივანი,
სამხრეთ კორეა,
ნიდერლანდები,
იაპონია,
ავსტრია,
დანია,
ეკვადორი,
ფინეთი,
ესპანეთი,
ტაილანდი.
ათი ყველაზე ცუდი ქვეყანაა:
სირია,
ვენესუელა,
ბანგლადეში,
მონტენეგრო,
ერაყი,
მაროკო,
ეგვიპტე,
ალბანეთი,
ნიგერია;
აზერბაიჯანი.
Numbeo-ს მონაცემები ეფუძნება მომხმარებლის მონაცემებსა და რეიტინგებს. სტატისტიკაში წარმოდგენილი ქვეყნები კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია, თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა და ხარისხი, ანგარიშების სიზუსტე და სისრულე, პერსონალის კეთილგანწყობა და თავაზიანობა, სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო დაწესებულებების ლოდინისა და რეაგირების დრო და ა.შ.