შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოდან 121 უცხო ქვეყნის მოქალაქე დეპორტაცია განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან დეპორტირებული იქნა ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ-დ’ივუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიის და სხვა ქვეყნების 121 მოქალაქე.
მათი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპორტირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი ერთ-ერთი უფლებამოსილებაა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება და მათი საქართველოდან დეპორტაციის განხორციელება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.