29 ოქტომბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა მოქმედი (პრაქტიკოსი) მასწავლებლებისა და მოქმედი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნობრივი და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდების ჩატარების დღეები და თანმიმდევრობა.

მოქმედი მასწავლებლებისა და მოქმედი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნობრივი და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები დაიწყება 1 დეკემბერს და დასრულდება 3 დეკემბერს.

საგამოცდო ცენტრები გაიხსნება:

თბილისში (თბილისის №177 საჯარო სკოლა, დავით ჯაბიძის ქ. №38 (გლდანი, მე-5 მ/რ)).

ქუთაისში (ქუთაისის №23 საჯარო სკოლა, ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15).

რეგისტრირებული აპლიკანტები შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას ნოემბერში. ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი შენიშვნები.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ და ფეისბუქის გვერდებზე.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სექტორის მოქმედ მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა დაემტკიცებინათ საკუთარი საგნობრივი კომპეტენცია უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნობრივი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს დამხმარე „წიგნებს“, სადაც გამოსაცდელები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, საგამოცდო ტესტების ფორმატების, სატესტო დავალებების ნიმუშებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

ამ წიგნებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე გადასვლით: naec.ge