 
გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება.
მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 4.67%-ით არის გაძვირებული, ერთ წელში კი ძვირფასი ლითონის ფასი 44.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
“ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოში, ძვირფასი ლითონის ფასები კლების ტენდენციას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ ერთ დღეში ოქროს ფასი 13 ლარით შემცირდა. მაგალითად, 27 ოქტომბერს 999 სინჯიანი 1 გრამი ოქრო 370 ლარი ღირდა, დღეს კი ფასმა 357 ლარი შეადგინა. იხილეთ ვრცლად
 
 
 
