დასავლეთი ცდილობს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რუსეთისგან გამოყოფას საკუთარი თანამშრომლობის სტრუქტურების შექმნით. მოსკოვი ამ მცდელობებს ყველა არსებული საშუალებით შეაჩერებს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ევრაზიის უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო მინსკის კონფერენციის მაღალი დონის პლენარული სხდომის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. „ნატო და ევროკავშირი აწყობენ საკუთარ დიალოგებს, თანამშრომლობის სტრუქტურებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ამიერკავკასიის ქვეყნებთან და დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს ეს კავშირები არა იმდენად ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის, რამდენადაც ამ ქვეყნების რუსეთისგან გამოყოფისთვის. ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ ტენდენციებს ყველა არსებული საშუალებით: დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური“, – ციტირებს ლავროვის სიტყვებს TASS.