რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე სასახლის არქეოლოგიური გათხრებისას IX-X საუკუნეებით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური ექსპედიცია შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე, რუსთავის მერიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

ექსპედიციისას არქეოლოგებმა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაა IX-X საუკუნეების მუზარადი. მუზარადი ამიერკავკასიაში ერთადერთია ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის.