რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 ოქტომბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მათი ინფორმაციით, ამ დრონებიდან 40 მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს ბრიანსკის, ტულას, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, ვორონეჟის, ორენბურგის, ტამბოვის, ბელგოროდის, ლიპეცკის და სამარის ოლქებში.