ახალქალაქის მერიამ ქალაქის საახალწლო მორთულობისა და ნაძვის ხისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი „საახალწლო განათების მოწყობილობების შესყიდვისა და არსებული 10-მეტრიანი ნაძვის ხის მორთვის“ გამოცხადდა 20 ოქტომბერს. წინადადებები მიიღება 28 ოქტომბრამდე. კონკურსის საწყისი თანხა შეადგენს 75 000 ლარს. ამ თანხის სანაცვლოდ გათვალისწინებულია შემდეგის გაკეთება:
გარე „ყინულის კანფეტის“ დეკორაციები, მონტაჟით – 5 ცალი.
გარე დეკორაციები, მონტაჟით – 500 ცალი.
LED ნაძვის ხის განათებები – 25 ცალი.
პატარა სხვადასხვა ზომის ნაძვის ხის დეკორაციები – 40 ცალი.
მბზინავი ნაძვის ხის ბურთები – 30 ცალი.
გარე ნაძვის ხის დეკორაციები – 100 ცალი.
თოკი – 600 მეტრი.
შენობის ფასადის LED განათება – 600 ცალი.
შენობის ფასადის LED განათება (2) – 350 ცალი.
გარდა ამისა, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ასევე უნდა უზრუნველყოს დიზაინერის მომსახურება: პროფესიონალმა დიზაინერმა უნდა ააწყოს ან გააკონტროლოს ზემოთ ჩამოთვლილი ახალი დეკორაციების მონტაჟი, რომლებიც იდენტურია საკონკურსო დოკუმენტაციაში ფოტოებზე წარმოდგენილისა.
მომსახურება ასევე მოიცავს კიდევ ორი ნაძვის ხის აწყობის ზედამხედველობას და მათ ლამაზად მორთვას არსებული სათამაშოებითა და დეკორაციებით (სულ აიწყობა სამი ნაძვის ხე: 10 მ, 5 მ და 3 მ ზომის).
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო დეკორაციებზე დაიხარჯა 72 250 ლარი, ხოლო 2023 წელს – 56 700 ლარი.