21 ოქტომბერს, აბულმა ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე კასპი 1936-ის წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი აბულის სასარგებლოდ 4-1 დასრულდა.
გოლები ლუკა ბერიანიძემ, რაფიკ პალოიანმა და რაფაელ დარბინიანმა გაიტანეს.
ეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის 21-ე ტურია. აბული ძლიერ შედეგებს აფიქსირებს და ცხრილის სათავეში რჩება.