18-19 ოქტომბერს ერევანში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ღია პირველობაზე ჯავახეთიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მაღალი შედეგები აჩვენეს: 23 მონაწილედან 17 ჩემპიონი გახდა და შინ ქამრებით დაბრუნდა, ხოლო ექვსმა მეორე ადგილი დაიკავა.

18-19 ოქტომბერს ერევანში კიკბოქსინგის საერთაშორისო ღია ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა. შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის სპორტსმენები.

საქართველოდან ტურნირში მონაწილეობდნენ ჯავახეთის (ნინოწმინდა და ახალქალაქი) და ბორჯომის წარმომადგენლები. ჯავახეთიდან სულ 23 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგან 17-მა ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, ექვსმა კი მეორე ადგილი დაიკავა.

ახალქალაქელი ჩემპიონები არიან (ახალქალაქის სპორტული კომპლექსი, კორხი, ხანდო):

ვარდან გასპარიანი,

არამ გასპარიანი,

ანდრანიკ მარაბიანი,

ვანიკ შირინიანი,

ვოვა ხაჩატრიანი,

არმენ თუმასიანი,

ვრეჟ იშხანიანი,

არმენ მარუკიანი,

მჰერ აღაჯანიანი,

kikboksing1

ნინოწმინდელი ჩემპიონები არიან (სათხა, დიდი და პატარა არაქიალი/არაგიალი):

სლავიკ სანოსიანი,

არარატ აღჯოიანი,

თათულ ურეკიანი,

მოვსეს ოვანესიანი,

გოქორ ისოიანი,

არშალუის ბორბოიანი,

სტეპა სუქიასიანი,

ალბერტ პოდოსიანი (მან ასევე ფულადი პრიზი მოიპოვა).

მეორე ადგილები დაიკავეს:

პარგევ აივაზიანი,

ნარეკ პოდოსიანი,

ვანიკ აღჯოიანი,

ალექსანდრ გრიგორიანი,

არსენ ხანჯიანი,

იურა ნაზარიანი,

სპორტსმენებს სერგეი თონაქანიანი წვრთნის.

„ბიჭები ძალიან აქტიურები იყვნენ, ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, არცერთ სხვა გუნდს არ მოუგია ამდენი ბრძოლა, რამდენიც ჩვენს სპორტსმენებს. ისინი ერთმანეთისგან იღებდნენ შთაგონებას და მაღალი დონის მომზადება აჩვენეს“, -აღნიშნა მწვრთნელმა სერგეი ტონაქანიანმა.

მწვრთნელის თქმით, საქართველოს კიკბოქსინგის ნაკრებში ჯავახეთიდან დაახლოებით 16 ზრდასრული და 30 ახალგაზრდა სპორტსმენია.

აღსანიშნავია, რომ თვის ბოლოს ჯავახელი კიკბოქსიორები იტალიაში გაემგზავრებიან შეჯიბრებებისთვის.